წყლის ენერგია
2000-2500 წლის წინ ბერძნები და რომაელები წყლის ენერგიას (ჰიდროენერგია)
დოლაბების ასამოძრავებლად და მარცვლეულის დასაფქვავად იყენებდნენ.
ინდუსტრიულ რევოლუციამდე წყალი იყო სხვადასხვა დანადგარის ამოძრავების
უმთავრესი წყარო.
სურ. წყლის ენერგია ამოძრავებს დოლაბებს
დაახლოებით 100 წლის წინ კი წყლისგან ელექტროენერგიის წარმოება დაიწყო.
ჰიდროენერგია ნაცნობი და პოპულარული თემაა საქართველოში, ქვეყნის
ელეტროენერგიის 80% სწორედ ჰიდროელექტროსადურებიდან მიიღება.
პირველად წყლისგან ელექტროენერგია 1878 წელს ინგლისში, ნორსამბერლენდში,
უილიამ არმსტრონგის მიერ შექმნილი ჰიდროელექტროსადგურის საშუალებით
მიიღეს, რომელიც გამოიყენებოდა ხელოვნების მუზეუმში ერთი ნათურის
გასანათებლად. 1881 წელს ნიაგარას ჩანჩქერზე აიგო ჰიდროელექტროსადგური, მას
შემდეგ კი დასაბამი მიეცა ჰიდროელექტროსადგურების მასობრივ მშენებლობას,
1889 წლისთვის მარტო ამერიკის შეერთევულ შტატებში უკვე 200-მდე
ჰიდროელექტროსადგური იყო, 1920 წლისათვის ქვეყნის მიერ მოხმარებული
ელექტროენერგიის 40% ჰიდროენერგიისგან მიიღებოდა.
